დღეს, 30 მარტს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი ფეხბურთში რეგიონულ ლიგაში მონაწილე გუნდებს შორის.
ოზურგეთის ,,მერცხალი” ხვდებოდა ცხოროწყუს ,,ლესიჭინეს”. ორივე გუნდი 6-6 ქულით ლიდერთა შორის იყო და ორივე მათგანისთვის წარმატებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მატჩი დაიწყო მასპინძელთა უპირატესობით, მაგრამ სტუმრების ერთ-ერთ უიშვიათეს კონტრშეტევას მეთხუთმეტე წუთზე გოლი მოჰყვა. ,,მერცხალის’ მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახდინეს უსაჭიროესი ტაქტიკური გადანაცვლება და შედეგმაც არ დააყოვნა. პირვველი ტაიმის ოცდამეთვრამეტე წუთზე მერაბ ანდღულაძისა და მეორე ტაიმის მეათე წუთზე სერგო ჩიგოგიძის გოლების წყალობით ,,მერცხალმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. მერცხალი ამ გამარჯვებით კვლავ ლიდერთა შორისაა.
მორიგ მატჩს ,,მერცხალი” 6 აპრილს, ქ. ქუთაისში, ადგილობრივ ,,ტორპედო-2″-თან გამართავს.