საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი გაიზარდა. შარშან საქართველოში 56 569 ბავშვი დაიბადა.
ერთადერთი რეგიონი, სადაც შობადობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაიზარდა, სამცხე-ჯავახეთია. შობადობის მაჩვენებელი მესამე წელია მცირდება. 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი 60 635 იყო, 2015 წელს 59 249.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, 2015 წელს 49 121 ადამიანი გარდაიცვალა, 2016 წელს კი – 50 771. მაჩვენებელი უმნიშნელოდ შემცირებულია მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში.