თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე დაყადაღებულ ყველა ქონებას ყადაღა მოხსნა, ამის შესახებ სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი:
„2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს:
„2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საზოგადოებრივს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუმარტეს, საუბარია ათეულობით ობიექტზე, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, იმ ობიექტებზეც, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების მინდობილ პირზე იყო გაფორმებული.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატე მარიამ ცუცქირიძეს საზოგადოებრივთან საუბარში ამბობს, რომ პროცესზე მოსამართლემ ყადაღა მოუხსნა გირაოში ჩადებულ ქონებას. მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა ყველა დაყადაღებულ ქონებაზე.
“ყადაღის მოხსნა ნიშნავს იმას, რომ ეს ქონება არის თავისუფალი, შეიძლება გაიყიდოს და შემოსული თანხებით დასრულდეს ობიექტები. საპროცესო შეთანხმებისათვის ეს კარგია, რა თქმა უნდა, თუ ეს რეალური ინფორმაციაა. თუმცა, განაჩენში ესეთი რამე მოსამართლეს არ გამოუცხადებია. ყადაღა მოეხსნა მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც გირაოში იყო ჩადებული. პროკურატურამ თქვა, რომ ეს თანხა ბიუჯეტში მიგვაქვსო. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი განაჩენში. ვერ ვხვდები რანაირად მოხსნეს ყადაღა ყველაფერზე”, – განაცხადა რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.