სააგენტო „ფრანს პრესის” ცნობით, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას 22 გოგონა გაიტაცა.
სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს, პირველი თავდასხმის შედეგად 18 გოგონა გაიტაცეს.
„ბოკო ჰარამის“ „ბოევიკები“ დილის 6 საათზე სოფელს თავს დაესხნენ და 17 წლამდე ასაკის 18 გოგონა გაიტაცეს. „ბოევიკებს“ დანარჩენი მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებიათ”, – განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ფრანს პრესს“.
”ბოევიკები” პირველი თავდასხმის შემდეგ, სოფელში დაბრუნდნენ და კიდევ ოთხი გოგონა გაიტაცეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved