ტესტში: „ცხოვრების პატარა სიამოვნებანი“ თავისი ადგილი ჰპოვა ბუხართან მსხდომი ადამიანების სიამოვნებამ _ შინ შეშის ტკაცუნისა და გარეთ წვიმის წკაპუნის თანხვედრამ. ერთ-ერთი ინტერნეტსაიტი დაინტერესდა ამ მოვლენით და ჩაატარა სპეციალური გამოკითხვა, ყველაზე სასიამოვნო ხმების ათეულის დასადგენად. პირველ ადგილზე გავიდა ბოთლიდან გადმომდინარი ღვინის რაკრაკის ხმა. მთლიანად ათეულის სურათი კი ასე გამოიყურება:
ბოთლიდან გადმომდინარი ღვინის რაკრაკი; ადრიან დილით ჩიტების ჭიკჭიკი; კატის კრუტუნი; ვარცლზე დაცემული წვიმის წვეთების ხმაური; ბავშვების კისკისი; ნაკადულის რაკრაკი; ცეცხლში შეშის ტკაცუნი; ზღვის ტალღის ხმა; თოვლის ხრაშუნი; წვიმის წვეთების ხმა კარავზე.