„ევროსპორტის“ ფრანგულმა განყოფილებამ და სარაგბო ინტერნეტ-რესურსმა „რაგბირამამ“ ტოპ 14-ის 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის ტოპ-თხუთმეტეულში ქართველი მორაგბე, კარლენ ასიეშვილიც მოხვდა. ბორჯღალოსნებისა და „ბრივის“ მარცხენა ბურჯმა „მონპელიესთან“ 28:25 მოგებული მატჩის საწყისი 54 წუთი ითამაშა და შერკინებაში თავის უშუალო ოპონენტს, 140-კილოიან ანტუან გიიამონს შავი დღე აყარა. როგორც „რაგბირამა“ წერს, 29 წლის კარლენ ასიეშვილმა შერკინებაში უზარმაზარი მოცულობის სამუშაო შეასრულა, ხოლო შეტევაში, როცა ბურთი ხელთ ჰქონდა, „ფრონტის ხაზი“ 21 მეტრით წინ წაწიაო.
გთავაზობთ „ევროსპორტისა“ და „რაგბირამას“ გასული უიქ-ენდის ტოპ 15-ის სრულ შემადგენლობას:
15. ტობი არნოლდი (ლიონი)
14. ლიუკა დიუპონი (გრენობლი)
13. სევანაია გალალა (ბრივი)
12. პიერ აგიიონი (ლა როშელი)
11. ჟან-ბაპტისტ დუბიე (ბორდო)
10. დავიდ მელე (გრენობლი)
9. არტურ რეტიერი (ლა როშელი)
8. კრის მასო (რასინგი)
7. ლევანი ბოტია (ლა როშელი)
6. ჟუდიკელ კანკორიე (კლერმონი)
5. პოლ ჟედრასიაკი (კლერმონი)
4. ლეონე ნაკარავა (რასინგი)
3. ვადიმ კობილაში (ბორდო)
2. არნო ეგი (გრენობლი)
1. კარლენ ასიეშვილი (ბრივი)