„ივანიშვილის მიზანია, რაც შეიძლება, ნაკლები ხარჯებით მართოს სახელმწიფო იმისთვის, რომ მეტი ხარჯები წავიდეს მის ბიზნესში,“ – ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმებას აკრიტიკებს.
„1 აპრილი მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივულოცო. ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს “ბიძინაობას” დაარქმევს, მსოფლიოში ასეთი თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი არ შობილა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პირდაპირი არჩევის წესით უნდა ირჩეოდეს.
შალვა ნათელაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევით დადასტურდა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნებზე ბარიერი გადალახა, თუმცა, მისივე თქმით, არჩევნები გაყალბდა.
rustavi2.com