ვაშინგტონში, ივანკა ტრამპის სახლთან, პრეზიდენტის რეგრესული პოლიტიკის გაპროტესტების მიზნით ასობით ადამიანი შეიკრიბა. აღნიშნულ ინფორმაციას THE IDENTEPEND ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბარაქ ობამას მიერ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომები უნდა გადაისინჯოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ლგბტ აქტივისტებს ხელში დროშები და პლაკატები ეჭირათ.
როგორც ცნობილია, ისინი ივანკა ტრამპის სახლთან ცეკვავდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტის ქალიშვილი აქციის დროს სახლში არ იმყოფებოდა.