პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პარასკევს 7 აპრილს, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება.
“დებატების ჩატარება არ ჩატარებაზე საკითხი არ დამდგარა. განსასაზღვრი იყო მხოლოდ ფორმატი. ჯერ პრეზიდენტი მიმართავს დეპუტატებს, შემდეგ გამოცხადება შესვენება 2 საათით, ამის შემდეგ დაიწყება დებატები. ფრაქციებს “ნაციონალურ მოძრაობას ” და ” პატრიოტებს” ექნებათ 15 წუთი, უმცირესობას და უმრავლესობას 45 წუთი, თავმჯდომარის მოადგილეებს 10-10 წუთი, ხოლო თავმჯდომარეს 15 წუთი”, _ ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი ექნებათ, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.
პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენს.