25 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადაკო სკოლაში გაიმართა იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობდა იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 330- მოჭადრაკე
ჩოხატაურელმა მოჭადრაკემ საბა ბოლქვაძემ 9 შესაძლებლობიდან 8 წარმატებული პარტია ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა.
I,II,III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის დიპლომებით, მედლებით და თასებით.
მოჭადრაკეებს მიენიჭათ მე-4, მე-3, მე-2 და პირველი საჭადრაკო თანრიგები.