ჩინელები განაგრძობენ მსოფლიოს გაოცებას. სამშენებლო კომპანია “Broad Sustainable Building“-მა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,T30”-ი სულ რაღაც 15 დღეში ააშენა. მშენებლობაზე 200 ადამიანი მუშაობდა. შენობის ფართობი 17 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.
სასტუმროში 316 სტანდარტული ნომერი, 32 ლუქსი, 8 ,,საელჩო ლუქსი” და 2 ,,საპრეზიდენტო ნომერია” განთავსებული. ,,T30” უზრუნველყოფილია რესტორნებით, ბარებით, სავარჯიშო დარბაზებით, აუზით და მიწისქვეშა ავტოსადგომით.
სწრაფი მშენებლობის მთავარი საიდუმლო არის ის, რომ შენობის კომპონენტების 93% სამუშაოების დაწყებამდე უკვე მზად იყო.
სასტუმრო ხუნანის პროვინციაში მდებარეობს. პროექტის ღირებულებამ $ 17 მილიონი შეადგინა.