სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ბრალდებულ გ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მესამე დღეა შიმშილობს, დამაკმაყოფილებელია. ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, _აცხადებენ უწყებაში.
დეკანოზმა შიშმილობა 4 აპრილს გამოაცხადა. დაკავებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.