სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ვარაუდოვენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს დღის ბოლოდან და 9-10 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა.
”საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია შტორმი”, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.