საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა პრეზიდენტის მხრიდან მისი უფლების – ვეტოს გამოყენებას, ანტისახელმწიფოებირვს უწოდებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებითაა დაკავებული.
“დღეს ჩვენ კონსტიტუციით დადგენილი ფორმით ვისმენთ პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას. დღეავანდელი მმართველი ხელისუფლება იმითაც უკამყოფილოა, რომ პრეზიდენტმა სავსებით არგუმენტირებული, ზომიერი ფორმით გამოთქვა შენიშვნები ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. ესეც მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის.
ამ დარბაზში, დღეს ნათლად ვხედავთ, რომ საქართველოში ფაქტობრივად კონსტიტუციური გადატრიაალება ხდება. თქვენ არ მოგწონთ რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას იყენებს, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა და მას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებას უწოდებთ. დღეს მთავრობა კონსტიტუციის ჭრა-კერვითა და მისი საკუთარ თავზე მორგებითაა დაკავებული”, _ განაცხადა რომან გოცირიძემ.