https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გასაიდუმლოებული დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ – შსს-ს არქივმა ახალი წიგნი გამოსცა

13:04; 7.04.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა  1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის – „9 აპრილის“ პრეზენტაცია გამართა.  წიგნში გადმოცემულია ყველა ის საარქივო დოკუმენტი, რომელიც აპრილის მოვლენებს ეხება, მათ შორის ისეთებიც, რაც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო და გრიფი „საიდუმლო“ ედო.

„1988 წლის ბოლოსთვის ანტისაბჭოთა გამოსვლები და ეროვნული მოძრაობა საქართველოს სსრ-ში ძაფის გორგალივით დაიხვა, დაიგორგლა, დაიჭიმა და გაბევრებული თუ გაბეზრებული, ერთიანად აზვირთდა და სპირალივით გაიშალა. საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა.

მომიტინგეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მშვიდობიანი დემონსტრაცია გამართეს. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დედაქალაქში სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა და საყოველთაო მრღელვარების ტალღას ვეღარ აცხრობდა. ძლიერი და სასტიკი მანქანა რაღაც უფრო მასზე აღმატებულს გრძნობდა, ერთი შეხედვით თითქოსდა მარტივად მოსაგერიებელს, მაგრამ ამასტანავე სახიფათოდ ძლიერს. ძალას, რომელიც იმანენტურად ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური თუ ძალმომრეობითი.

8 აპრილს, ღამით, მთავრობის სახლის შემოგარენი საბჭოთა არმიის საჯარისო ნაწილებით იყო გარშემორტყმული. მომიტინგეებს სიტყვით ჯერ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა, შემდეგ კი, საქართველოს კათალიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ მიმართეს. იგი შეეცადა აღელვება ტთანაზომიერი და მწყობრი ხმის ტემბრით გადაეფარა, თუმცა გახევებული თვალებითა და ეკლადმიმჯდარი მოლოდინით სავსე მომიტინგეების დანახვისას, მღელვარების დაფარვა ვეღარც მან შეძლო:

„მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა, წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს“.

საქართველოს ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება წამი, როცა ტაძარში შესვლაზე უარს ქართველი მისივე სურვილით აცხადებდა. მაგრამ იქ, იმ წუთას, თითქოს ეს წამო გაყინულიყო და გაჯიქებულიყო. ადგილიდან ფეხის მოცვლასაც არ აპირებდა. იმ წამს ყველას ღრმად სწამდა და სჯეროდა, რომ ტაძრისაკენ მიმავალნი, თავისუფლების გარეშე აღთქმულ ადგილას ვერაფრით მოხვდებოდნენ. ტალღად შეკრული ხალხი გარინდულიყო და ხმაურზე უფრო ყურისწამღებ სიჩუმეში ცახცახებდა.

ამასობაში კი, საბჭოთა არმიის საჯარისო ნაწილები ნელ-ნელა, ერთიანად მოძრავ ბლანტ სუბსტანციას ემსგავსებოდა და ეროვნული თავგანწირვის უზარმაზარ მისტერიას გრუხუნ-გრუხუნით უახლოვდებოდა. იქვე შორიახლოს, უსინათლო ქალი გულისგამაწვრილებლად ატირებდა ჩონგურს. და როგორც ჩონგურის ბგერები იღვრებოდა ჰაერში გამეტებით, ასე ერთბაშად და გამეტებით იღვრებოდა ირგვლივ მყოფთა სისხლი  გაზაფხულის მიწაზე. ჰაერში მოტკბო მომჟავო სურნელი იდგა, მიწის და სისხლის სუნი ერთად, უფრო სწორად კი – მიწისთვის გაღებული სისხლის.

ქაშვეთის გუმბათი მუქ ნაღველში გახვეულიყო. მომიტინგეების წინააღმდეგ  ქიმიური საშუალებები, სასანგრე ორლესული ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენეს, რის შედეგადაც ათეულობით დაიჭრა და დასახიჩრდა, ოცდაერთი კი დაიღუპა.

თუმცა ტკივილით არავის არაფერი სტკენია, იმიტომ, რომ სიკვდილი მხოლოდ მაშინ არის მტკივნეული, როდესაც სიცოცხლესთან ერთად თავისუფლებასაც გვეცილება“, _ აღნიშნულია წიგნის წინასიტყვაობაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წიგნში შსს-ს არქივში დაცული ის მასალებია გამოქვეყნებული, როემლიც ფართო საზოგადოებისთვის  წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო. კერძოდ, წარმოდგენილია საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პლენუმის სხდომათა სტენოგრაფიული ჩანაწერები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან (სუკ-ი) მოსკოვში გაგზავნილი რაპორტები და შიფრ-დეპეშები, ასევე თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა კატეგორიის საარქივო დოკუმენტაცია, რომლებიც კიდევ ერთხელ და განსხვავებული რაკურსით შეგვახსენებენ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტკივილიან ფურცლებსა და პერიოდს.

წიგნის პრეზენტაციის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილმა, ფაქტიურად,  ერის ერთიანობისკენ შემოაბრუნა და მოგვცა საშუალება თაობებისთვის მოგვეყოლა იმ საგმირო საქმეების შესახებ,  რასაც ქართველი ერი  ამ დღეებში ერთობით ახორციელებდა.

„9 აპრილი საამაყო დღეა საქართველოს ისტორიაში, რამდენადაც ტრაგიკული არ უნდა იყოს. მინდა ვთქვა, რომ ამ თარიღის უკვდავსაყოფად, ნებისმიერმა ქართველმა, ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ის ფაქტები, რაც  1989 წლის აპრილის დღეებში ხდებოდა,  საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. მნიშვნელოვანია, რომ შსს-ს არქივმა გახსნა  ხელისუფლების გადაწყვეტილებით ის  მასალები, რომელიც ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობი და ხელმიუწვდომელი იყო. სწორედ, დღევანდელი დღეც არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებისთვის ამ მასალების გასაცნობად, ჭეშმარიტების მიზნით ინფორმირებისთვის. რა მდგომარეობა იყო, როგორ ხდებოდა ამ ფაქტების თაობაზე საზოგადოების და მაშინდელი ხელმძღვანელობის რეაგირება და  რა ნაბიჯები  გადაიდგა, რამაც სამწუხაროდ იმ ტრაგედიამდე მიგვიყვანა, რომელიც საქართველოს ისტორიაში  საგმირო დღედ შევიდა და იმ ადამიანებმა, შექმნეს საქართველოს უახლესი ისტორიის ის მნიშვნელოვანი თარიღი,  რასაც 1989 წის აპრილი ჰქვია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბისას მიქანაძემ.

შსს-ს არქივის ხელმძღვანელმა ომარ თუშურაშვილმა არქივის მიერ გამოცემულ წიგნზე და მასში განთავსებულ მასალებზე ისაუბრა. როგორც თუშურაშვილი ამბობს, წიგნში დღემდე გასაიდუმლოებული დოკუმენტური მასალაა, რაც ფართო საზოგადოებისთვის 9 აპრილის მოვლენებს სხვაგვარად წარმოაჩენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივმა გამოსცა  წიგნი „9 აპრილი“. ამ წიგნში თავმოყრილია ის უნიკალური დოკუმენტები, რომელიც ამ მოვლენას ეხება. წიგნში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მასალები, ასევე ყოფილი პარტიული ორგანოების ფონდების მასალები. ასევე წარმოდგენილია, ამერიკის  უსაფრთხოების არქივის მიერ გადმოცემული ის საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვის სხვადასხვა საცავებში  ინახებოდა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტური მასალა ნათელ წარმოდგენას  გვიქმნის იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რა ხდებოდა ამ დღეებში მოსკოვში. არის შიდა მიმოწერები, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. ეს არის მთელი ის მასალა, რაც ჩვენს არქივშია დაცული“, _ აღნიშნა თუშურაშვილმა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნში წარმოდგენილ მასალებს დოკუმენტების სახით გავეცანი, იმას, რაც თვალით ვნახე, რაც განვიცადე… მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ეს მასალები არსად არ დაბეჭდილა“, _ აღნიშნა 9 აპრილის ერთ-ერთმა მონაწილემ მედეა შერაზადიშვილმა.

წიგნის პრეზენტაციას ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და არქივის თანამშრომლები, ასევე 9 აპრილის მონაწილეები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს აჩვენეს ნაწყვეტები 9 აპრილის დღის და შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026

სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა

რეკორდი ყავის სმაში

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო