ამ წუთებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს უსმენენ.
ლევან იზორია დეპუტატებს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრიას, იზორიამ რამდენჯერმე სიტყვა „რეორგანიზაცია“ ახსენა, რისთვისაც კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ბოდიში მოუხადა.
„მაპატიეთ, ბატონო ირაკლი, დღეს რამდენჯერმე მომიწევს სიტყვა რეორგანიზაციის ხმარება.მომავალში ვეცდები რომ ნაკლებად გამოვიყენო“, _ უთხრა იზორიამ სესიაშვილს.