თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის შესაძლოა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოს. ამის შესახებ იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს უსმენენ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო დღეს წვევამდელებზე 4-ჯერ ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე პროფესიული არმიის საჯარო მოსამსახურეებზე.
„2012 წლამდე პროფესიული არმიის კომპონენტი დაბალი იყო. შესაბამისად, ის წვევამდელებთან ერთად 50%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე სახელფასო უზრუნველყოფის წილი ბუნებრივია დაბალი იქნებოდა. როდესაც ჩვენ ისევ გადავედით წვევამდელთა სისტემაზე, წლის ხარჯი ერთ წვევამდელზე 9 ათას ლარს შეადგენს; როდესაც პროფესიული არმიის საჯარო მოსამსახურის სახელფასო, მათ შორის სხვა სახის აღჭურვილობით უზრუნველყოფა 27-28 ათას ლარია. განსხვავებას ხედავთ რამდენად დიდია. და თქვენი მოსაზრება, რომ იყოს ბიუჯეტი დაბალანსებული, მისაღებია. ამის მზაობა პირველ რიგში ბატონი პრემიერისგანაც არის. 13-ში მექნება შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა დამატებითი თანხები შეიძლება გამოიყოს თავდაცვის უწყებისთვის“, _ განაცხადა იზორიამ.