თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყება თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხზე კანონის შემუშავებას იწყებს.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მინისტრის ანგარიშს უსმენენ.
მინისტრის განცხადებით, კანონზე მუშაობა წელს დაიწყება.
„დავიწყებთ პილოტპროექტით. შემდეგ ეს, რასაკვირველია, დამოკიდებულა ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომ მოვიცვათ სრული სპექტრი, მაგრამ ეს ერთ-ერთ პრიოორიტეტულ მიმართულებად და აუცილებელ თემად რჩება. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა და აბსოლუტურად ვიზიარებ, სამხედრო მოსამსახურეებზე, ვინც მზად არის გაწიროს თავისი თავი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მაქსიმალურად იზრუნოს მათთვის სოციალური პაკეტის უზრუნველყოფის კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ პაკეტის გახლავთ საპენსიო უზრუნველყოფა. ჩვენ ვიწყებთ პოლიტპროქტით, ეს შეეხება დასახიჩრებულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახებს, შემდეგ უკვე ფართო სპექტრს მოვიცავთ“, _ განაცხადა იზორიამ.