ომის შედეგად მიტოვებული ერაყის ქალაქ მოსულის ზოოპარკიდან ლომი და დათვი გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ლომი სიმბა და დათვი ლურა კერძო ზოოპარკში მიტოვებულები თებერვალში იპოვნეს.
როგორც ცნობილია, ცხოველებს საქველმოქმედო ცენტრი FOUR PAWS INTERNATIONAL დაეხმარა და უკეთეს პირობებში საცხოვრებლად იორდანიაში გააგზავნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ომის გამო ზოოპარკის ცხოველების უმეტესობა, მათ შორის მაიმუნები, კურდღლები და ლომი შიმშილისა და მძიმე პირობების გამო დაიღუპნენ.
ვეტერინარის, ამირ ჰალილის განცხადებით, სიმბასა და ლურას ზრუნვის ნაკლებობის გამო ბევრი დაავადება აქვთ შეყრილი.
როგორც ცნობილია, ცხოველების საზღვარზე გადაყვანის პირველი მცდელობისას სატვირთო ავტომობილი საგუშაგოზე 9 დღის განმავლობაში გააჩერეს შემდეგი ნებართვის მიღებამდე, რის შედეგადაც, სიმბას სუნთქვის პრობლემები განუვითარდა.
„ეს არის ცხოველებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი“,_განაცხადა ვეტერინარმა ცხოველების თვითმფრინავის აფრენის შემდეგ.