საინფორმაციო სააგენტო THE DAILY MAIL-მა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედს მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს და მელანია ტრამპს ბოდიში მოუხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საინფორმაციო სააგენტო THE DAILY MAIL-მა 2016 წლის 20 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, როგორც პროფესიონალი მოდელის მუშაობის შესახებ ცრუ ბრალდებებს გამოთქვამდა.
სტატიაში ასევე ეწერა, რომ მელანია ტრამპსა და დონალდ ტრამპს ერთმანეთი 3 წლის განმავლობაში არ უნახავთ და რომ მათი შეხვედრა დადგმული იყო. როგორც ცნობილია, გამოქვეყნებულ სტატიაში მელანია ტრამპი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა. THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, რა თანხა უნდა გადაუხადოს საინფორმაციო სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის არ ხმაურდება.