ავსტრალიელი პატიმრები პითონს ნარკო დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავსტრალიის პოლიციამ გასულ წელს ბროლის მეტამფიტამინის ლაბორატორია გაჩხრიკა, სადაც ნარკოტიკებისა და ფულის მაგივრად 6 ფუტის სიგრძის პითონი იპოვა.
გავრცელებული ცნობით, ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს კანის მეშვეობით შეისუნთქავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პითონს 7 თვის განმავლობაში ველური ბუნების მოვლის პროგრამით არჩეული 14 პატიმარი უვლიდა, რის შედეგადაც, ის გამოჯანმრთელდა.
პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის თქმით, კრიმინალების ნაწილი შხამიან გველებს იარაღის, ფულის ან ნარკოტიკის დასაცავად იყენებს.
მაუწყებლის ცნობით, პითონს გამოძიების დასრულების შემდეგ ახალ მეპატრონეებთან ჩაასახლებენ.
ციხის მმართველის, ივან კალდერის თქმით, ველური ბუნების მოვლის პროგრამა უკვე 20 წელია რაც არსებობს და პატიმრებს რეაბილიტაციაში ეხმარება.
„პატიმრებს ცხოველებზე პასუხისმგებლობის აღება რეაბილიტაციაში ეხმარება“,_ განაცხადა კალდერმა.