ქალაქ ალბეზე-კონ-კასანოში (იტალია, კომოს პროვინცია) 25-ჯერ ჩატარდა შეჯიბრი წითელი წიწაკის ჭამაში.
გაიმარჯვა 22 წლის სტუდენტმა ქალაქ ალბიოლოდან – მარკო ლურასკიმ, რომელმაც ნახევარ საათში შეჭამა 500 გრამი წითელი წიწაკა.თუმცა ეს რეკორდი ჩამორჩება 1997 წელს დამყარებულ აბსოლუტურ რეკორდს, როდესაც ნახევარ საათში შეიჭამა 820 გრამი წიწაკა.
ამჟამინდელ ასპარეზობაში ქალთა შორის წარმატება მოიპოვა ტაილანდური წარმოშობის 38 წლის დიასახლისმა ერბიდან, რომელმაც მიირთვა 258 გრამი წიწაკა.
ყოველ მონაწილეს ეძლეოდა ამალფიტანის სანაპიროზე მოყვანილი 50 გრამი ქორფა წიწაკა და ვინც დაძლევდა ამ პორციას, იღებდა შემდეგ 50 გრამს.
მისატანებლად ჰქონდათ კარტოფილის პიურე, ზეითუნის ზეთი და პური.