“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს ოზურგეთის და ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
კონკრეტულად კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზემო და ქვემო ნატანებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში შუქი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში