პოლონელი ზბიგნევ ფილოს „Ford Escort“–ი, რომელიც 760 კილოგრამს იწონის, მეზობლების დახმარებით მოხვდა ტირიფის ხეზე.
მეზობლებმა შუაღამით დაიქირავეს ამწე და მანქანის ხეზე შემოსმით დასაჯეს თავზეხელაღებული მძღოლი.
როდესაც დილით სახლიდან გამოვიდა, 24 წლის ახალგაზრდა, მან ვეღარ იპოვა თავისი მანქანა.
ცოტა ხნის შემდეგ ხეზე აღმოაჩინა. მხოლოდ პოლიციის დახმარებით გახდა მანქანის ჩამოხსნა შესაძლებელი.
ფილო დაპირდა მეზობლებს, რომ ამიერიდან აღარ გადააჭარბებს სიჩქარეს და მშვიდად იმოძრავებს მანქანით.