დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარი 2.4038 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3943 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართს 0.0095 ლარი შეადგინა.
ევროს მიმართ ლარი გამყარდა. 1 ევრო 2.5718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5751 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 აპრილიდან შევა ძალაში.