გურიაში სტიქიაა. ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც გვითხრეს, გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები მურმან ნაცვალაძე სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა, ქარმა გადმოაგდო და ადგილზე დაიღუპა.
მძიმე მოტეხილობებით კლინიკაშია მოთავსებული ორი მოქალაქე.