ოზურგეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა _ დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.
ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ქალაქში ოზურგეთში, მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები აქვს გადახდილი. მძიმე მდგომარეობაა სოფლებში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა.
მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად რეგიონის ყველა პრობლემურ ზონაში არიან განაწილებულები.
მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
მასალაში გამოყენებულია ნინო ლომჯარიას და ლადო აფხაზავას ფოტოები