სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ახლაც ითვლიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინფორმაციით, ზარალი საკამოდ დიდია:
_ ყოველ წუთს შემოდის საგანგებო შტაბში ინფორმაცია და ჯერჯერობით დაზუსტებული ციფრების თქმა არ შეგვიძლია, თუმცა, ამ მონაცემებით ზარალის ოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს, _ გვიხრა მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერი ქარის გამო ჩოხატაურში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები და ინფრასტრუქტრა.
ზარალს ითვლიან ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც. ჩოხატაურის მსაგვსად აქაც ათობით საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. მოთხრილია ხეები, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებული ტროტუარები.
გურიაში ახლა ინფასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, კახა გულედანს ელოდებიან, რომელიც სტიქიისგან დაზიაებულ ადგილებს პირადად მოინახულებს.