რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს.
მასწავლებლები და დირექტორი სკოლაში უკვე შევიდნენ.
ცნობისთვის, სამართალდამცველები რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამის მიზეზი გახდა შეტყობინება, თითქოს სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. განხორციელდა სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია.
სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.