თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა და პლასტიკური ბარათი – „ერთგული” შექმნა. პირველად საქართველოში, „ერთგული” მომხმარებელს განვადების უმარტივეს გზას და დამატებით, ლოიალობის ქულებს სთავაზობს.
„ერთგულით” განვადება შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ტერმინალით გადახდისას, „ერთგულის” პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.
კერძოდ, თუ დღემდე მომხმარებელი განვადებას იყენებდა მხოლოდ ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბანკის წარმომადგენელი აფორმებდა საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო მომხმარებელი ადგილზე ელოდა ბანკისგან დასტურის მიღებას განვადებაზე, ახლა უკვე ეს ბარიერი მოხსნილია. განვადება „ერთგული” ბარათით შესაძლებელია „ერთგულის” პარტნიორ ობიექტებში, თიბისი ბანკის ტერმინალით, ყოველგვარი პროცედურების და ლოდინის გარეშე.
გარდა ამისა, მომხმარებელს ტრანზაქციების განხორციელებისას ბარათზე ერთგული ქულები დაერიცხება, რომელთა განაღდება შესაძლებელი იქნება „ერთგულის” პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.
„ერთგულის” მსგავსი ფუნქციის ბარათი დღეს ბაზარზე არ არსებობს. მას რამდენიმე დატვირთვა აქვს:
· ერთი მხრივ, ეს ნიშნავს განვადების ხელმისაწვდომობას იმ ობიექტებში, სადაც აქამდე განვადება არ იყო ხელმისაწვდომი, ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, პარფიუმერია, ტურისტული მომსახურება, საკვები პროდუქტები და ა.შ.
· მეორე მხრივ, დამატებითი სარგებელი ქულების სახით, რომელთა განაღდება მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია „ერთგულის პარტნიორ” ობიექტებში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით..
„ერთგული” ბარათის აღება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ შეკვეთით შეიძლება ვებგვერდზე: https://ertguli.ge/ ამ გვერდზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ბარათის მოხმარების წესებთან, და პირობებთან დაკავშირებით. აქვე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პარტნიორი ობიექტების, მიმდინარე შეთვაზებებისა და აქციების შესახებ. (R)