გურიაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან. ამ დროის მონაცემებით, მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში ქარიშხლისგან მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარს აღწევს.
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, გზები. მოთხრილია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები.
ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟიულში ჯამბერიძეების ათსულიანი ოჯახი ქარმა უსახლკაროდ დატოვა.
როგორც ოჯახის დიასახლისმა გვითხრა, ორსართულიანი სახლი მიწასთან რამდენიმე წუთში გასწორდა.
სტიქიის ზონაში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი იმყოფებოდა. მან ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან თამაზ ჯინჭარაძესთან და გამგებლის მოადგილესთან, მინდია ჟღერიასთან ერთად ჯანბერიძეების ოჯახი მოინახულა და დახმარება აღუთქვა.