ქარიშხალმა ქობილეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სოფელ ქობულეთსა და დაბა ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულები მოინახულეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლის სახურავი და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისათვის ელექტრო მომარაგება სრულად აღდგენილია.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. (R)