ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ სილაურისა და ბაილეთის ცენტრალური გზა გადაკეტილია. მოსახლეობა მდინარე ბჟუჟის კარიერიდან ქვიშის ამოღებას აპროტესტებს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რამდენიმე წელია დაიგო, მაგრამ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების გამო, უკვე გაფუჭებულია. მათივე თქმით, საფრთხე ემუქრება მათ საყანე ფართობებსაც.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან საჭირო ზომების მიღებას ელოდება.