მინსკში მიმდინარე 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 45:41 დაამარცხეს. ნახევარფინალამდე კი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 45:34 და რუმინეთი 45:31 ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე არიან. ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 3 საათზე დაიწყება.