გრიგოლ გოგელია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. გოგელიას კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა წარადგინა.
მას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს ექვსმა წევრმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურასაც და ამ თანამდებობაზე 6 ხმით მარინა მუსხელიშვილი აირჩიეს.
გრიგოლ გოგელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადა 2018 წელს ეწურება.