“უახლოეს მომავალში დაიწყება მსჯელობა კანდიდატებთან და მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ალბათ ივლის-აგვისტოში გახდება ცნობილი კანდიდატთა სია,” _ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შემოდგომაზე გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ მონაწილეობის ფორმაზე და კანდიდატების შერჩევის თაობაზე კომენტარებისას გააკეთა.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის და გამგებლების კანდიდატები, ასევე საკრებულოებში ათასზე მეტი კანდიდატი.
პრინციპში, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მსჯელობა უახლოეს მომავალში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ზაფხულის ბოლოს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს.
ჩვენ,როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც, სავარაუდოდ, პარტიის სახით მივიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.