ჩოხატაურში, თითქმის, ერთი საათია ძლიერი ქარია, რამაც დამატებითი პრობლემები შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებიც კვირას ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზარალა. სახლების სახურავების ის ნაწილი, რაც წინა ქარიშხალს გადაურჩა, ამ წუთებში ეზოშე ცვივა.
დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც ორი დღის წინ დროულ დახმარებას დაჰპირდნენ, ხელისუფლების იმედადაა. ისინი წვიმას შიშით ელიან, რადგან ჩოხატაურში ასზე მეტი სახლი კვირას ქარიშხალმა თოთქმის უსახურავოდ დატოვა.
ადგილობრივი ხელისუფლება ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია საგანგებო შტაბი. რაც შეეხება კვირას დაზარალებულთა დახმარებას, ჩოხატაურის ხელისუფლება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერს ელოდება. ინფრასტრუქტრურის სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობა მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტები იმ თანხას მიიღებენ, რაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლადაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ კვირას სტიქიამ ჩოხატაურს 700 000 ლარის ზარალი მიაყენა. დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლების სახურავები, ადმინისტრაციული შენობები, ამბულატორიები. სოფელ გორაბერეჟოულში მცხოვრები ჯანბერიძეები ქარიშხალმა უსახლკაროდ დატოვა, გოგოლესუბნის მცხოვრები გოგოლაძეების სახლს კი ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და კედლის ნახევარი ჩამოანგრია.