საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს მოხდება ორი ძირითადი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება.
„ეს არის ძირითადი კანონპროექტი და კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. დაიწყება საყოველთაო სახალხო განხილვა; დაგეგმილია ძალიან ფართოდ ამ განხილვის ორგანიზება. ყველა რეგიონში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები. აუცილებლად იქნება დაოქმებული თითქოეული შეხვედრის შედეგი და ეს ყველაფერი განხილულ იქნება საპარლამენტო განხილვებზე“, _ აღნიშნა კობახიძემ. .
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებში ხვდება.