საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ამის შესახებ კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტის საპარლამენტო განხილვა ივნისში დაიწყება.
„ივნისის განმავლობაში საპარლამენტო რეგლამენტის შესაბამისად, შედგება ორი მოსმენა. მომდევნო სისიის განმავლობაში, ოქტომბერში, მიღებულ იქნება კონსტიტუციის გადახედვის კანონპროექტი უკვე მესამე მოსმენით. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. რაც ნიშნავს იმას, რომ გაისად ჩატარდება პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნები. ანუ 6 წლით ხდება ახალი მმართველობის სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება.
რაც შეეხება საპარლამენტოარჩევნებს, ამ რედაქციით საპარალმენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წელს პროპორციული სისტემით“, _ აღნიშნა კობახიძემ.