მოსკოვი-ბანგკოკის რეისის შესრულებისას თვითმფრინავის 27 მგზავრი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
რუსეთის ავიახაზების ცნობით, თვითმფრინავი საჰაერო ორმოში ჩავარდა, რის შემდეგაც, არეულობა 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე ის ტაილანდის ქალაქში არ დაეშვა.
საელჩოს განცხადებით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც ცნობილია, აეროფლოტი მოსკოვიდან ბანგკოკის მიმართულებით დღეში 2 რეისს ასრულებს.