ცოტა ხნის წინ ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი ავსტრალიაში იმყოფებოდა და იქაურ სამართალდამცველებთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა. დეპს „მწვანე კონტინენტზე“ ძაღლის შეყვანის ნებართვა არ მისცეს.
გავიდა მცირე დრო და ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ჯონი დეპი ლოს-ანჯელესის სასამართლოს წინაშე, უახლოეს დღეებში, წარსდგება.
ჯონი დეპს სასამართლოში თავისი თაყვანისმცემელი 53 წლის რობინ ეკერტი უჩივის. ეკერტის თქმით, “ინციდენტი” “The Stooges”-ის კონცერტზე მოხდა. მისივე განცხადებით, მსახიობის დაცვის წევრები მას უხეშად მოექცნენ, ხელბორკილები დაადეს და ვიპ-ზონა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. აღნიშნულ ფაქტს კი, თავად ჯონი დეპი არც კი შეუწუხებია.
სკოლის მასწავლებელი და ორი შვილის დედა რობინ ეკერტი ჯონი დეპისაგან ფულად კომპენსაციას მოითხოვს.