საქართველოში მიწისძვრა მოხდა რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით, 18კმ-ში, სოფელ ზემო ხეჩილთან იყო. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.