სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი რამდენიმე დღეა, საქართველოში არ იმყოფება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ოხანაშვილი გერმანიაში გაემგზავრა.
ინფორმაციის გადამოწმება თავად ოხანაშვილთან ვერ მოხერხდა. ტელეკომპანიის ცნობით, ოხანაშვილის ტელეფონს სხვამ უპასუხა და განაცხადა, რომ ის ამჟამად საქართველოში არ არის.
სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა. საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ილია მეორეს დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია. ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.
„ციანიდის საქმის“ არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს იწყება.