4 მაისს, 11:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა” პრეზენტაცია.
პრეზენტაციას გაუძღვებიან ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ელექტრონული წიგნების სახლი „საბას” დამფუძნებელი რატი ამაღლობელი.
„ქალაქი-ბიბლიოთეკა” სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას” ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა
(R)