საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 30 ამერიკელი კონგრესმენის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
„ოცდაათმა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართა, რითაც ჩვენი ქვეყნისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. ამ წერილში ხაზგასმულია მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებს. წერილში ხაზგასმულია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ტარდება. საქართველო მოხსენებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და სანდო პარტნიორი, ხაზგასმულია ასევე, ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ნატოსთან დაკავშირებით არის მკაფიო ჩანაწერი, სადაც კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ სახელშეკრულებო ირგანიზაციაში გაწევრიანებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, სადაც საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. „ეს მიმართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: