ქაბულში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურის ოფიციალური პირის ცნობით, დაშავებულთა შორის 3 ამერიკელი ჯარისკაცია.
როგორც ცნობილია, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.