ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შემოსვლას დამსწრე საზოგადოება, რომელიც, ძირითადად, საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ, ტაშით შეხვდა და ზოგიერთი მათგანი ფეხზეც კი წამოუდგა.
მქუხარე ტაშის თანხლებით სცენაზე ასულმა ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გასაკუთრებულად ჩაივლის: “ყველამ კარგად იცის გურულებოს დაინტერესება პოლიტიკით და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებილი შეხვედრა იქნება,” _ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.