ქობულეთში „გამარჯვების დღე“ აღინიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ფიჭვნარის „ძმათა სასაფლაო“ და დაბა ოჩხამურში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემეორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
გამგეობისგან მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანს 500-500 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა 3 ოჯახს 200-200 ლარი ჩაერიცხათ. თანხები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებეზე სადღესასწაულო ორგანიზებისა და დახმარების პროგრამიდან“ გამოიყო.
მეორე მსოფლიო ომში 6000 ქობულეთელი იბრძოდა, მათ შორის 240 ქალი იყო. სამამულო ომს 1600 ქობულეთელის სიცოცხლე შეეწირა.
(R)