კომპანია “თელასის” ცნობით, დღეს, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ უბნებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, გლდანის რაიონში 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის შესახვევის და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ამავე პერიოდში ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის და ალასანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ ჭიაურელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე პერიოდში კრწანისის რაიონში შეზღუდვა შეეხება I ხეივნის ქუჩის, II ხეივნის ქუჩის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ნინუას და ცისარტყელას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდებათ გედევანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.ხოლო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება თევდორე მღვდლის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 “დ” ქუჩის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, კალოუბნის, შუამთის, გუმათგესის, თრიალეთის, საცხენისის, ედისის, რაზიკაშვილის, აბაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩაჩუას და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში კი 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდებათ დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
კომპანი ბოდიშს უხდის აბონენტებს და აცნობებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.