იაპონური კლუბი Gamba Osaka გულშემატკივრების მიერ თამაშზე ნაცისტური დროშით მისვლის გამო დააჯარიმეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა 16 აპრილს Gamba-სა და Cerezo-ს შორის შემდგარ მატჩზე მოხდა.
მაუწყებლის ცნობით, J-ლიგამ გუნდს ჯარიმის სახით 2 მილიონი იენა დააკისრა, ხოლო გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება დროშებითა და ბანერებით განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.
მაუწყებლის ინფორმაციით, Gamba J-ლიგის მესამე ადგილზეა 10 თამაშიდან 19 ქულით და კვირას ოკაიდო კონდალდ საპოროში გაემგზავრება.